გიული ალასანია - მათი მხრიდან იქნება სასიკვდილო განაჩენი, ჩვენ ვაპირებთ, ვიმოძრაოთ, სტრასბურგი არსებობს

მათი მხრიდან იქნება სასიკვდილო განაჩენი, ეს სრულიად ცხადია. ჩვენ ვაპირებთ, ვიმოძრაოთ, სტრასბურგი არსებობს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც ალასანიამ "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უცვლელია.

"ბოლო 24 საათში ჰქონდა სიცხე 38, შემდეგ დაუწიეს მისცეს წამლები. ძალიან კარგი ექთანი იყო მორიგე გუშინ. არაჩვეულებრივი პროფესიონალი და ადამიანი. ისეც, რომ მეც იმედიანად წავედი გუშინ საღამოს. ძალიან სუსტად ვარო მიმეორებდა. რა არის გასაკვირი ვერ გავიგე. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ მოწამლულია და მძიმე მეტალებია ორგანიზმში, გარდა ამისა, ადამიანს წელიწადი და ექვსი თვეა, უკვე მეექვსე თვე დაიწყო, ჟანგბადი არ აქვს, ცა არ დაუნახია, მზე არ დაუნახია. აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი ამ მდგომარეობაში.

ზუსტად იგივე მოვიტანე გუშინ, რაც ყოველდღე მომაქვს, დღეს ცოტა განსხვავებული, თუმცა კალორიების მხრივ არაფერი განსაკუთრებული, თვითონ თქვა, რომ აი, ეს. რასაც მეუბნება ის მომაქვს იმიტომ, რომ მოვისმინე, რომ ასეთ შემთხვევებში არ უნდა დააძალო, რაც თვითონ მოუნდება, ის უნდა მოუტანოო, მეც ამის მიხედვით ვიქცევი. ამას რამდენად ერევა. მერე ასე გადაწვება და უჭირს ამის მიღება",- განაცხადა გიული ალასანიამ. 

რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, ალასანიას თქმით, "მათი მხრიდან სასიკვდილო განაჩენი იქნება". 

"მათი მხრიდან იქნება სასიკვდილო განაჩენი, ეს სრულიად ცხადია. ჩვენ ვაპირებთ, ვიმოძრაოთ, სტრასბურგი არსებობს",- აღნიშნა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები