თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა - მათ შორის 230-ზე მეტი სირიელი და სულ მცირე 280 თურქეთის მოქალაქეა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის თქმით, 284 ადამიანი დაიღუპა, 2383 კი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა კაჰრამანმარაშის პროვინციაშია - 70 მსხვერპლი, იქ 300-მდე შენობა განადგურდა.

დაშავებულთა უმეტესობა შანლიურფას პროვინციაშია - დაახლოებით 600 ადამიანი.

სირიაში ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 237 ადამიანი.

"ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა“, - განაცხადეს სირიის ჯანდაცვის სამინისტროში.

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 04:17 საათზე მოხდა და მისმა მაგნიტუდამ 7.4 შეადგინა.

მიწისძვრას თან ახლდა 32 ბიძგები, მათ შორის ყველაზე ძლიერი 6.6 მაგნიტუდის სიძლიერის. ბიძგები იგრძნობოდა ასევე ლიბანსა და ერაყში.

უახლესი ამბები