თურქეთის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა

7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა ცენტრალურ თურქეთში, - ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ეს მოხდა 13:24 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაში ჩრდილო-აღმოსავლეთით 59 კილომეტრში. კერა ორი კილომეტრის სიღრმეზე იყო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმის სიმძლავრე 7,8 იყო, თუმცა მოგვიანებით სეისმოლოგებმა მონაცემები დააზუსტეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ კიდევ, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის ერთი ბიძგი დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ანკარასა და სხვა ქალაქებში.

გამთენიისას კაჰრამანმარაშის პროვინციაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა 1939 წლის შემდეგ - ჩამოინგრა ორი ათასზე მეტი შენობა, დაიღუპა 900-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა ხუთ ათასზე მეტი.

გარდა ამისა, სერიოზულად დაზარალდა სირიის პროვინციები ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 320-ს გადააჭარბა, დაზიანებები კი ათასამდე ადამიანმა მიიღო.

ბიძგები ასევე იგრძნობოდა ლიბანში, ისრაელსა და ერაყში.

უახლესი ამბები