თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3,3 ათას ადამიანს გადააჭარბა, - ამის შესახებ განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიწისძვრებისა და რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ორჰან ტატარმა განაცხადა.

"ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 3381 მსხვერპლი, 20436 დაშავებული“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სულ 5575 შენობა ჩამოინგრა.

მანამდე 2921 დაღუპულის და თითქმის 16 ათასი დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი. 

თურქეთში შვიდდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.

თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში გუშინ გამთენიისას 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1939 წლიდან. ათასობით სახლი ჩამოინგრა, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი გაზიანთეპია.

მოხდა რამდენიმე განმეორებითი მიწისძვრაც, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.

მიწისძვრა ასევე შეეხო სირიის პროვინციებს ალეპოს, ლატაკიას, ჰამასა და ტარტუსს. იქ 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1430 დაშავდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ლიბანში, ერაყში, ისრაელში, საქართველოში.