ეკა ხერხეულიძე - საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს

ახლა ყველა ქუჩაში უნდა იყოს მშვიდობიანი ფრონტი, რომელიც ​შეაჯანჯღარებს ამ ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის დასავლური ცივილიზაციის ხმა, რომელიც მომწყვდეულია კედელთან და თავს ურტყამს ბნელ კედელს, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

"ჩემი აზრით, საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს. შესვლის დროსაც ეს პოზიცია მქონდა, არსებობს ეს ოქმი. დეპუტატებიდან მე და აკო მინაშვილი ვიყავით წინააღმდეგი პარლამენტში შესვლის, არის ეს ოქმი. ახლაც იმავე აზრზე ვარ და ვფიქრობ, რომ შეწყვეტის, ბოიკოტის დრო არ არის ახლა. ეს არის ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, როდესაც ბიოკოტს ​აცხადებ. 

ადამიანზე გვითხრეს, რომ ნებადართულია სიკვდილით დასჯა. ეს ადამიანი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, მეტი ამ ქვეყანაში არაფერი მოხდება. უნდა არსებობდეს რადიკალური ნაბიჯები და ეს ნაბიჯები უნდა ეტყობოდეს ქუჩაში აქტივობას. ბუნებრივია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ შეწყდება აქციები. როდესაც ორჭოფული იქნება გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, იქნება პერმანენტული ხასიათის და არა ისეთი ეფექტური, რომელიც მალე მიიყვანს დასკვნით დასასრულამდე. ამიტომ ჩემი სურვილი ეს იქნებოდა და ჩემს ყველა მეგობარს, და არამარტო მეგობარს, კოლეგას მოვუწოდებ“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, ეს მოწოდება ეხება პარლამენტის დეპუტატებს, ხოლო საკრებულოების წევრებს თავად შეუძლიათ, ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილებები.

"ძალიან ბრუტალურია, საკრებულოებს რომ შეეხოს ეს, რადგან რეგიონებში სხვა ვითარებაა. არ მინდა, მათ შევეხო, მათ ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტს აქვს სხვა პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტვირთი“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები