პარლამენტმა თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას. 

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტრაგედიამ  ორი ქართველი მოქალაქის სიცოცხლეც შეიწირა.

"გუშინ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით, თურქეთში უმძიმესმა მიწისძვრამ გამოიწვია უდიდესი ტრაგედია. დღეის მონაცემებით, დაახლოებით 3000 ადამიანია დაღუპული, 15 000 არის დაშავებული. მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს ტრაგედიის გამო.

საქართველოს 2 მოქალაქეც დაიღუპა ამ სტიქიის დროს. ამ დროისთვის ყველა ქართველი მოქალაქე, ვინც ითვლებოდა დაკარგულად, ნაპოვნია. 

ქართველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გუშინ გაემგზავრნენ თურქეთში. ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში, თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური, ისე მხარდაჭერა საქმით, რასაც სრულად აკეთებს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები