ლევან ხაბეიშვილი - ყველა ქალაქსა და რაიონში იქნება პროტესტი, ხვალ აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, 8 თებერვალს, 17:00 საათზე აქცია გაიმართება თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან;  9 თებერვალს, 13:00 საათზე - ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში; 10 თებერვალი, 13:00 საათზე - ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში და 11 თებერვალს, 15:00 საათზე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

"უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპირებს ამას, სწორედ ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა ქალაქში და რაიონში იქნება პროტესტი, მათ შორის მინდა ვუთხრა ჩემს ძმებს, დებს, მამებს, დედებს, მეგობრებს, ვინც მაგალითად ვერ ახერხებთ რაიონებიდან ჩამოსვლას, ადგილებზე იქნება საპროტესტო აქციები და მიიღეთ მონაწილეობა. უახლოეს პერიოდში, როცა მთელ საქართველოს მოვიცავთ, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ უზრუნველვყოფ, მათ შორის დიდ საპროტესტო მუხტს დედაქალაქში, თუმცა ამისთვის საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება.

მე გთავაზობთ შემდეგ გეგმას და "ნაციონალური მოძრაობა" გთავაზობთ შემდეგ გეგმას. პირველი, ხვალ, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი, დედაქალაქში მაცხოვრებელ მოქალაქეებს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ პროტესტი. ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში, 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გაიმართება სოლიდარობის აქციები. ცხადია, ადგილებზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც და მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ, რომ მოსვენება არ ექნებათ. ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში, 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები და ყველა ადგილობრივს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ სოლიდარობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და გამოხატოთ ბრაზი, რომ არ გინდათ რუსეთში. შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები