სტოლტენბერგი - ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ შეიძლება აზიაში მოხდეს

ჩინეთი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და შესაძლოა, ტაივანში შეჭრა დაიწყოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს ომს და სწავლობს გაკვეთილებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მომავალ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ, ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ შეიძლება მოხდეს აზიაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ჩინეთი აგრძელებს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერებას, მათ შორის ბირთვული იარაღის წარმოებას "ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე“.

"ჩინეთი ცდილობს კონტროლი დაამყაროს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე და დაემუქროს ტაივანს, რეპრესიებს ატარებს მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და არღვევს ადამიანის უფლებებს, აღრმავებს სტრატეგიულ პარტნიორობას მოსკოვთან. ამიტომ, ნატოს მოკავშირეებს შეშფოთების რეალური საფუძველი აქვთ", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ადრე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განიხილავს ჩინეთსა და ტაივანს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას.

უილიამ ბერნსის თქმით კი, 2027 წლისთვის ჩინეთს შეუძლია შექმნას წინაპირობები ტაივანში სამხედრო შეჭრისთვის.

მსგავსი სიახლეები