სასაზღვრო პოლიციამ საინჟინრო დაბრკოლების ღობურების მონტაჟი განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საკუთარი ძალებით და რესურსით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემების მონტაჟი განახორციელა.

შსს-ს ინფორმაციით, ელექტროსიგნალიზაციის ღობურა წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა.

საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხის და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე.

სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები