ზელენსკი - ევროპა ყოველთვის თავისუფალი იქნება, სანამ ჩვენ ერთად ვიქნებით

ევროპა ყოველთვის თავისუფალი იქნება, სანამ ჩვენ ერთად ვიქნებით და ვიზრუნებთ ჩვენს ევროპაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს ჩვენ ვიცავთ თავს თანამედროვე სამყაროს ყველაზე ანტიევროპული ძალისგან და უნდა დავიცვათ თავი... ეს შესაძლებელი იქნება თუ არ დავძლიეთ ეს ანტიევროპული ძალა, რომელიც ევროპის ჩვენგან მოპარვას ცდილობს? არა. ამ ყველაფრის გარანტია მხოლოდ ჩვენი გამარჯვებაა, თითოეული ჩვენი საერთო ევროპული ღირებულება, ჩვენი სავალდებულო გამარჯვება.

ევროპის ბედი არასოდეს ყოფილა დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკოსებზე. ასეთი ილუზია არც ახლა უნდა იყოს. თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანია, თითოეული ძლიერია, თითოეულს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს საერთო შედეგზე, ჩვენს საერთო გამარჯვებაზე.

ჩვენ არ ვეყრდნობით სიტყვებს - ვმოქმედებთ. მტერს არ ვემორჩილებით - ვდგავართ. ჩვენ არ ვკარგავთ დროს - ვიცვლებით და ვცვლით. ევროპა ყოველთვის თავისუფალი იქნება, სანამ ჩვენ ერთად ვიქნებით და ვიზრუნებთ ჩვენს ევროპაზე.

ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ამხელა დახმარებას გვიწევს. ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს. გამარჯვებული უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დასრულდა, რის შემდეგაც უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნი გაისმა, შემდეგ კი მან ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან ერთად ტრიბუნაზე ევროკავშირის დროშა გაშალა.

მსგავსი სიახლეები