გიორგი ბოტკოველი - ძალიან მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ისმოდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რეალურად ხედავს, ამ ქვეყანაში რა ხდება

ძალიან მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ყველგან ისმოდეს, ისმოდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რეალურად ხედავს, ამ ქვეყანაში რა ხდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შემცველია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ყველგან ისმოდეს, ისმოდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რეალურად ხედავს, ამ ქვეყანაში რა ხდება და როგორ მავნებლურად ცდილობს ხელისუფლება, ამ ქვეყანაში გააქროს ყველაფერი დემოკრატიული, რაც არსებობს.

დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს თითოეული ადამიანი თუ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რას ნიშნავს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ასეთ მდგომარეობაში. სწორედ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა პირდაპირ პროპორციულია და კავშირშია ჩვენი ქვეყნის გამარჯვებასთან და ევროპულ მომავალთან. მთავარია, ეს იყოს მთავარი მოტივატორი თითოეული იმ ადამიანისა, ვინც მზად არის, რომ გამოხატოს პროტესტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი მოიცავს მთელ საქართველოს და მიგვიყვანს იმ წერტილამდე, რომ ყველა ერთად დავასრულებთ იმ რეჟიმს, რომელიც ასე ცდილობს გაანადგუროს საქართველოს სუვერენიტეტი.

მთავარია, ჩვენ ვიყოთ მაგალითები თითოეული ადამიანისთვის, რომ თავს არ დავზოგავთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და საქართველოს გადასარჩენად "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმისგან", - განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, ქართულ სახელმწიფოს და მიხეილ სააკაშვილის დიდი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და აქციების პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, როგორც პარლამენტს შიგნით, ისე პარლამენტს გარეთ.

"მთავარი ამ ბრძოლაში არის ქართველი ხალხი, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება თავისუფლება და ევროპული მომავალი და ყველა ფრონტზე ბრძოლა დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები