"ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს"

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმყოფება. ისინი ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წაღების მიზნით მივიდნენ, რომელიც ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორი წლის წინ გადაიტანეს.

ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთ ნამუშევარს "ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს".

"ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა", - განაცხადა ინსპექციის წევრმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები