შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -"ადამიანური რესურსების მართვა“ ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

სწავლების დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი დაესწრნენ, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც შსს-ს აკადემიაში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, კერძოდ, შსს-ს აკადემიის თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და სამუშაო აღწერილობების განახლებული კონცეფციის მნიშვნელობას.

ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები