რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

დღეს, მერიის სხდომათა დარბაზში, მერიის სამსახურებთან და მუნიციპალური ა (ა) იპების ხელმძღვანელებთან გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა და მასზე მუნიციპალიტეტში დიდთოვლობისგან გამოწვეულ სირთულეებზე იმსჯელეს.

მერმა ყველა რგოლისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია და სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შექმნილი  პრობლემები. 

უხვი ნალექის გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს. თათბირზე მერმა შესაბამის სამსახურებს მუნიციპალური სპეც-ტექნიკის სწორად განაწილება დაავალა.

მერის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ადგილობრივ მარტოხელა მოხუცებს სახლების გადათოვლასა და პირველადი აუცილებლობის მქონე პრობლემების გადაჭრაში მაქსიმალურად ეხმარებიან.

უხვმა ნალექმა სირთულე შექმნა ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებითაც. დილის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 3000-მდე აბონენტს. 

ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა არ არის.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები