სტოლტენბერგი - მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ რუსეთის აგრესიის სქემას: საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს, უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი ზომები უკრაინის უსაფრთხოებისთვის

ნატომ უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები უნდა განახორციელოს, მაგრამ ეს უკვე ომის დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ რუსეთის აგრესიის სქემას: საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შემოჭრა გასულ წელს. ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

ომის დასრულების შემდეგ ჩვენ უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი ზომები უკრაინის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა არ გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების განადგურება .

"ამიტომ, ნატო დაუჭერს მხარს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან ამისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები