გია ხუხაშვილი - ერთადერთი გზა, რომელიც ისტორიის სწორ გზაზე გაგვიყვანს არის მარტივი

იმისათვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე, გვჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა იმ თემებზე, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს.ეროვნულ თანხმობას კი სჭირდება კონსენსუსი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.

"ასეთი კონსენსუსია ბიძინასა და მიშას შორის არჩევანის მანკიერი სპირალიდან გამოსვლა, რაც შესაძლებელია ერთადერთი გზით - ორივესთვის უარის თქმით.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მათ შორის არჩევანი არის არჩევანი წარსულსა და აწმყოს შორის, რომელთა შერიგება შეუძლებელია.

წარსული და აწმყო ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ სიძულვილით და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას უხშობენ ქვეყანას.

ამიტომ, ერთადერთი გზა, რომელიც ისტორიის სწორ გზაზე გაგვიყვანს არის მარტივი - “მიშა, თუ ბიძინას” აგრესიული, უკომპრომისო ნეგატიური პოლიტიკიდან, “არც მიშა, არც ბიძინას” პოზიტიურ, მათ გარეშე მომავლის პოლიტიკაზე გადასვლაა.

მივმართავ ფრონტის ორივე მხარეს მდგომ “ბიძინისტებს” და “მიშისტებს” - ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავალი განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენთაგანი, მათ შორის ბიძინაც და მიშაც. 

კერპების მსხვრევის და უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის დროა…", - წერს ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები