სტოლტენბერგი - არ შეიძლება დავუშვათ ის, რომ რუსეთმა გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოების განადგურება

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მოკავშირეები უნდა დაეხმარონ უკრაინას გამარჯვებაში და შემდეგ თავიდან აიცილონ ისტორიის გამეორება.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო ვერ მისცემს რუსეთს ევროპის "გაყოფის" საშუალებას. მან მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მოკავშირეებს, რომ არ მისცენ რუსეთს უფლება, ევროპულ უსაფრთხოებაში "განხეთქილების შეტანა" გაარძელოს.

ის მოუწოდებს მოკავშირეებს, მისცენ უკრაინას საჭირო მხარდაჭერა და შემდეგ უზრუნველყონ, რომ ისტორია არ განმეორდეს.

"ბოლოს და ბოლოს, ერთი წლის ომის შემდეგაც კი, პუტინი მშვიდობისთვის მომზადების ნაცვლად, ახალი ომისთვის ემზადება.

მრავალი წლის განმავლობაში ვხედავდით რუსული აგრესიის მოდელს... ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ ის, რომ რუსეთმა გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოების განადგურება. ჩვენ უნდა გავწყვიტოთ რუსული აგრესიის ეს ციკლი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-ს მოკავშირეები არასოდეს ყოფილან ისე ერთიანი, როგორც ახლა არიან.

გარდა ამისა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობა და მისი "რკინის ერთგულებაზე“ ევროპის უსაფრთხოების მიმართ.

”თქვენმა ვიზიტმა კიევში გაგზავნა უკრაინის ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი”, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები