ჯო ბაიდენი - რუსეთის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა

რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში (START), დიდი შეცდომაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"ეს დიდი შეცდომაა“, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა რუსეთის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო ცხრა ქვეყნის სამიტში (ბულგარეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი).

როგორც მან აღნიშნა, ყველა ამ სახელმწიფომ "ყველაზე უკეთ იცის", რა არის სასწორზე უკრაინაში.

"მხოლოდ უკრაინა კი არ არის სასწორზე, არამედ თავისუფლებაც... სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკან შევცვლით", - განაცხადა ბაიდენმა.

21 თებერვალს პუტინმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში.

დღეს სახელმწიფო დუმამ და რუსეთის ფედერაციის საბჭომ შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

აშშ-ის პრეზიდენტი გუშინ კიევში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის დედაქალაქამდე ის მატარებლით ჩავიდა, რომლითაც ის დაახლოებით 20 საათი მგზავრობდა.

უახლესი ამბები