კლიჩკო - მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიმართა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძვირფასო მეგობრებო, ქართველებო, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისა და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე უკეთ იცით რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ, არამედ თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი - რუსებმა ტყვედ აიყვანეს.

ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გადალახავენ ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი! 

დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს!", - განაცხადა კლიჩკომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები