ბაიდენმა ჩინეთი რუსეთის დახმარების შემთხვევაში მკაცრი შედეგების შესახებ გააფრთხილა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ჩინეთი აშშ-ის გარდაუვალი რეაქციის შესახებ, თუ პეკინი რუსეთს ლეტალური იარაღით მიაწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

ამის შესახებ ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან არ ელის მსგავს ნაბიჯებს, მიუხედავად ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებებისა მათი ალბათობის შესახებ.

"არ ველოდები - ჩვენ ჯერ არ გვინახავს, მაგრამ არ ველოდები ინიციატივას ჩინეთის მხრიდან, რომ რუსეთს იარაღს მიაწვდის", - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი მაინც გადაწყვეტს რუსეთს ლეტალური იარაღი მიაწოდოს, მას სერიოზული სანქციები ელის.

"ეს იქნებოდა იგივე ხაზი, რომელსაც ყველა დანარჩენი გადალახავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ დავაწესებთ მკაცრ სანქციებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ეს გააკეთა", - განაცხადა  ბაიდენმა რუსეთის ომის მხარდაჭერის შესახებ.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ მან უკვე გააფრთხილა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთის დახმარების შემთხვევაში ეკონომიკური შედეგების შესახებ. ბაიდენის თქმით, ჩინეთის ლიდერთან საუბრისას აღნიშნა, თუ როგორ დატოვა 600 ამერიკულმა კორპორაციამ რუსეთი - "მაკდონალდსიდან Exxon-მდე – ყველა მიმართულებით".

"და მე ვუთხარი: "თუ თქვენ ჩაერთვებით იმავე სისასტიკეში, რომელიც ხდება, თქვენ შეიძლება იგივე შედეგების წინაშე აღმოჩნდეთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები