ზელენსკი - ცხრა წლის წინ ყირიმში რუსული აგრესია დაიწყო, ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას

უკრაინა შეძლებს მშვიდობის აღდგენას ყირიმის დაბრუნებით და ნახევარკუნძულის რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ცხრა წლის წინ ყირიმში რუსული აგრესია დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას. ეს არის ჩვენი მიწა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცხრა წლის წინ ამ დღეს დაიწყო რუსეთმა შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

27 თებერვალს შენიღბულმა რუსულმა ჯარებმა, რომელთაც მოხსნილი ჰქონდათ ყველანაირი ამომცნობი ნიშანი, აიღეს ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიკავეს ყირიმის სტრატეგიული ობიექტები, რასაც მოყვა პრორუსული მთავრობის დანიშვნა აკსიონოვის თაოსნობით და ყირიმის "დამოუკიდებლობის" გამოცხადება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები