გივი მოდებაძე - ახალი ტექნიკის შეძენა მოგვცემს საშუალებას, ჩვენი საქმიანობა გახდეს გაცილებით მობილური და ოპერატიული

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მერიის სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და ადმინისტრაციულ ერთულში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მთავარი თემა სოფლებში უხვთოვლობისგან შექმნილი ვითარების განხილვა იყო. მუნიციპალიტეტის მერმა თითოეული წარმომადგენლისგან არსებული მდგომარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

ამ მომენტისთვის ყველა სოფლის მიმართულებით გაწმენდილია ცენტრალური საავტომობილო გზა. დამატებით, 4 ერთეული ტექნიკა სხვადასხვა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს შიდა საუბნო გზების გაწმენდის მიზნით.

როგორც შეხვედრაზე ჭიათურის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტი გეგმავს ყველა ადმინისტრაციული ერთეულისთვის შეიძინოს სპეცტექნიკა (ტრაქტორი), რომელიც სოფლებს მოემსახურება როგორც ზამთარში, ისე საგაზაფხულო სამუშაოების დროს.

"ახალი ტექნიკის შეძენა მოგვცემს საშუალებას, ჩვენი საქმიანობა  გახდეს გაცილებით მობილური და ოპერატიული. გარდა ამისა, თავიდან ავირიდებთ ყველა იმ გართულებას, რასაც  ამ დრომდე აქვს ადგილი“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები