სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია კეზერაშვილის საქმეზე სათათბიროდ გავიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას მიმართ გადაწყვეტილების გამოსატანად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი წარადგინეს და დასკვნითი სიტყვები თქვეს. 

კეზერაშვილის ადვოკატებმა  სხდომათა დარბაზში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო გამოსვლებიც აჩვენეს, სადაც ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილს ჯარისკაცების, ბიუჯეტის მძარცველად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ გამოსავალი მის დაჭერასა და თანხების დაბრუნებაშია. ამ გამოსვლებიდან გამომდინარე, ადვოკატები ფიქრობენ, რომ კეზერაშვილს პოლიტიკურად დევნიან, რადგან მათი თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლიდან ორ თვეში კეზერაშვილი ხუთი მილიონის მითვისებაში უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში კეზერაშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც კეზერაშვილს და ნინუას ბიუჯეტის სასარგებლოდ ხუთი მილიონი ევროს ოდენობის ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები