"ნატო შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვით"

ნატო შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვით, - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განუცხადეს.

ალიანსის განცხადებით, პარლამენტში ამის განხილვა უკან გადადგმული ნაბიჯია.

"ნატო შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის. 

მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს", - ნათქვამია ოფიციალურ პასუხში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები