"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები საფრანგეთში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგებში, მიმდინარე აკადემიური წლიდან "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა გახდა შესაძლებელი.

აღნიშნული შესაძლებლობების ფარგლებში, პირველი სტიპენდიანტები "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მეორე და მეოთხე სემესტრის სტუდენტები - ნინო დვალიძე და ბექა გელდიაშვილი არიან.

ისინი 2-2 თვის განმავლობაში ლიონში (საფრანგეთი), IGC ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში გაივლიან სტაჟირებას. მგზავრობის ხარჯები ევროკომისიის მიერ ანაზღაურდება და სტაჟირების განმავლობაში სტუდენტებიმიიღებენ აგრეთვე ყოველთვიურ სტიპენდიას ერაზმუს+ სტანდარტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ სტაჟირება "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სასწავლო გეგმის კომპონენტად განიხილება და შესაბამისად, საფრანგეთში ნამუშევარი საათების კრედიტებად აღიარება უზრუნველყოფილია.აღნიშნული უზრუნველყოფს სწავლის პროცესის უწყვეტობას დასაზღვარგარეთ სტაჟირებას სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვან მექანიზმად აქცევს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები