ნატოს ძალების მეთაური ევროპაში - რუსეთის დანაკარგები 200 000-ს შეადგენს, 1800 ოფიცერი დაიღუპა ან დაიჭრა

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 200 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და 1800-ზე მეტი ოფიცერი დაიღუპა ან დაიჭრა. რუსებმა ასევე დაკარგეს 2000-ზე მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი, - ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაურმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.

მისი თქმით, "ამ ომის მასშტაბები წარმოუდგენელია" და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ნატო უნდა მოერგოს "ახალ რეალობას".

"რუსეთმა ამ დრომდე დაკარგა 2000-ზე მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი. 200 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და 1800-ზე მეტი ოფიცერი დაიღუპა ან დაიჭრა", - განაცხადა კავოლიმ.

მისი თქმით, რუსეთის არმია დღეში საშუალოდ 23 000-ზე მეტ საარტილერიო ჭურვს ისვრის.

”თუ ვინმე მოდის ტანკით, თქვენც უნდა გქონდეთ ტანკი. თუმცა, ცივი ომის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ მთავარია იარაღის სიზუსტე. ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების შესაძლებლობები. ომში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია ყველაზე სწრაფად წარმოება“, - განაცხადა კავოლიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები