მიხეილ სარჯველაძე - ქართველი ხალხი მადლიერია ამ დახმარებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ არსებობდეს საფუძველი "ფარას" მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებისა

საქართველოში უზარმაზარი საქმეები გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში  დონორული მხარდაჭერით, დაწყებული გარემოს დაცვის სფეროდან, დამთავრებული ადამიანის უფლებების მიმართულებით,  ქართველი ხალხი მადლიერია ამ დახმარებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად არ არსებობდეს საფუძველი "ფარას" მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებისა საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია არასამთავრობოების არგუმენტი და საფრთხეები, რომ კანოპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ბევრი ბენეფიციარი დაზარალდება.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, როდესაც შეერთებულ შტატებში გაჩნდა კონკრეტული საჭიროება და დაინახეს, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული მათ შორის უცხოური გავლენების დაფინასების შესახებ, მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მიიღეს კანონი და ის დღემდე აქტიურად გამოიყენება.

"აქ ახსენეს ტერმინი, მაგალითად კუდიანებზე ნადირობა და ა.შ., ეს არც თუ კორექტულად გამოიყურება თვითონ იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვის მხარდასაჭერადაც თითქოს კუდიანებზე ნადირობად მოინათლა ეს ყველაფერი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, უზარმაზარი საქმეები გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დონორული მხარდაჭერით, დაწყებული გარემოს დაცვის სფეროდან, დამთავრებული ადამიანის უფლებების მიმართულებით. ყველა სფეროში უსერიოზულესი დახმარება იქნა აღმოჩენილი და რასაკვირველია,  ქართველი ხალხი მადლიერია ამ დახმარებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად არ არსებობდეს საფუძველი "ფარას" მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებისა საქართველოში. შეერთებულ შტატებში, როდესაც ობიექტურდ გაჩნდა ასეთი კონკრეტული საჭიროება და დაინახეს ადამიანებმა, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული მათ შორის უცხოური გავლენების დაფინასების შესახებ, ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მიიღეს კანონი და ის კანონი ათწლეულების განმავლობაში, დღემდე აქტიურად გამოიყენება და აბსოლუტურად მიუღებელია არგუმენტი, რომ ეს ძველი კანონია. ბოლო წლებშიც იყო კონკრეტული ქეისები“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები