კელი დეგნანი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, პარლამენტს, გადახედონ ამ კანონმდებლობას

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს გადახედონ.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა. აშშ, გაერო და ევროსაბჭო, ყველა საქართველოს მეგობარი მოვუწოდებთ, რომ გადახედონ ამ კანონმდებლობას, რადგან მან შესაძლოა, შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში, როგორც ეს მოხდა რუსეთში. 

მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული. კანონს ექნება ძალიან ცუდი შედეგი მოსახლეობისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ხალხისთვის, აკეთებენ კარგ საქმეს. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, პარლამენტს, გადახედონ ამ კანონმდებლობას", - აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები