სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება

ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ევროპული მომავლის წართმევა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"ხანგრძლივი  ბრძოლის შედეგად, ქართველი ხალხის, მოქალაქეების, რომლებიც მოვიდნენ დღეს პარლამენტთან და ქართული დემოკრატიული ოპოზიციის პარლამენტის შიგნით, რა მოხდა, მოხდა ის, რომ დღეს პარლამენტის ბიურო ვერ შეიკრიბა და პლენარული სხდომის დღის წესრიგში ვერ შეიტანა რუსული კანონის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი საბოლოოდ ჩაშლილია. ხვალ, 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბონ ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა. ამიტომ ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ ვიქნებით აქ 10:00 საათზე, ასევე, ვისაც შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ევროპული მომავლის წართმევა.

მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მირ დაწყებულ პროცესში, რათა უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს, ექვს საათზე გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით და ერთობლივად შევაჯერებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები