ლევან ხაბეიშვილი - მოგიწოდებთ ყველას, არც ერთი არ დარჩეთ სახლში, ვისაც შეგიძლიათ, დღესვე გამოდით

მოგიწოდებთ ყველას, არც ერთი არ დარჩეთ სახლში, არ დარჩეთ ტელევიზორებთან, ვისაც შეგიძლიათ, დღესვე გამოდით და ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ამ რუსული რეჟიმის პირობებში, მუდმივად განიხილავენ კანონპროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის, "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებისთვის და ახლა წავიდნენ ყველაზე შორს - დღეს ისინი ატარებენ კრემლის ინტერესებს ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე. ის, რომ ამ კანონის გარეშეც არიან რუსები, ეს ყველამ კარგად ვიცით, ის რომ, არც ერთი რუსი აგენტი ე.წ. "ქართული ოცნების" პირობებში არ დაუკავებიათ, ეგეც კარგად ვიცით. დღეს უკვე ხელს აწერენ, რომ თავად არიან ჯაშუშები, თავად არიან პუტინისტები. 

მინდა საზოგადოებას, ქართველ ხალხს მივმართო - ჩემო მეგობრებო, ყოველგვარი პარტიული მიკერძოებები და გემოვნება გადადეთ გვერდით, იმიტომ რომ ვკარგავთ ქვეყანას, სამშობლოს და ახლა თითოეული ქართველის ხელშია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სამშობლოს მომავალი, ჩვენი შვილების ბედი, ამიტომ მოგიწოდებთ, ამ წუთას, ჯერ კიდევ ვინც სახლში ხართ, გამობრძანდით გარეთ, უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და რუსული ოცნების წინააღმდეგ. 

არც ერთი დღე, არც ერთი საათი, წუთი არ გვაქვს დასაკარგი. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას პუტინისტების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. მოგიწოდებთ ყველას, არც ერთი არ დარჩეთ სახლში, არ დარჩეთ ტელევიზორებთან, ვისაც შეგიძლიათ, დღესვე გამოდით და ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები