ვიტალი კლიჩკო - ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა თქვენი, ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მთავრობა ხალხს უნდა უსმენდეს.

"მაიდანის მოძრაობა დაიწყო იმითი, რომ იანუკოვიჩი ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მომავალს. დაპირება და რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული. თამაშობდა თამაშს და სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება. ზუსტად იგივე რამ ხდება საქართველოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა თქვენი, ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის. მნიშვნელოვანია მთავრობა უსმენდეს ხალხს.

ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანები იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, ევროპული განვითარების გზისთვის. ეს საიდუმლო არ გახლავთ, საქართველო გასულ წლებში ძალიან დიდ პროგრესს აღწევდა და იყო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, ძალიან ბევრ რეფორმებს ატარებდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული რეფორმები, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, მოსმენა ადამიანების თუ რა სურთ ადამიანებს. ეს არის მთავრობისთვის გადამწყვეტი. ამჟამად რაც ხდება უკრაინაში იმიტომ, რომ რუსები არ თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა. 

ჩვენ ვიცით, რომ რუსები ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ საქართველოზეც და მნიშვნელოვანია, რომ არ გადავიდეთ დემოკრატიული ღირებულებებიდან, დემოკრატიული განვითარების კურსიდან. ამიტომ ვუსურვებ ყველას ძალას, რომ იბრძოლონ დემოკრატიული ღირებულებებისთვის და რუსული ნარატივების წინააღმდეგ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ეს არის ქვეყნები, რომელთაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირის და ევროოჯახის წევრობას. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ღირებულებებისთვის, მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობა უნდა უსმენდეს ხალხს. აი, ეს არის დემოკრატია, ეს არის ადამიანის უფლებები და ამისთვის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კლიჩკომ "ფორმულას" ეთერში.

კიევის მერი თბილისის მერს ხალხის გვერდით დგომას ურჩევს.

"მე ვეტყვი მას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყო ხალხთან. ძალიან მნიშვნელოვანია მოუსმინო ადამიანებს. ხალხთან ერთად ყოფნა არის ჩემი რჩევა და გამოსავლის მოძებნაა მნიშვნელოვანი. იმედია, მშვიდობიანი გამოსავალი იქნება მოძებნილი. იმ შემთხვევაში მოხდება ეს, თუ მთავრობა მოუსმენს ხალხს, რაც უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა კლიჩკომ. 

უახლესი ამბები