გიორგი ვაშაძე - ზუსტად ერთი საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა პარლამენტთან შეკრებილებს პარტიების, სამოქალაქო სექტორის და სხვა ჯგუფების შეთანხმებული მოთხოვნები გააცნო. 

"მინდა, გაგაცნოთ ჩვენი შეთანხმებული მოთხოვნა, რომელიც შედგება ორი საკითხისგან: პირველი - დაუყონებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და მეორე - დაუყონებლივ გაათავისუფლონ აქციაზე ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი.

ზუსტად ერთი საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე.

აქედან მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - გონს მოეგე და დაუყონებლივ გაიწვიე კანონი პარლამენტიდან.

თუ ერთ საათში არ მივიღებთ პასუხს, გამოვაცხადებ კონკრეტულ ნაბიჯს, რაც უნდა გადავდგათ, თუ ერთ საათში არ იქნება პასუხი, კონკრეტულ გადაწყვეტილებას გაგაცნობენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები", - განაცხადა ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები