ზელენსკი - არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც არ სურს წარმატება ჩვენი მეგობარი საქართველოსთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს უკრაინული დროშებისა და ჰიმნისთვის მადლობას უხდის.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს საქართველოს წარმატება.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეების განმავლობაში საქართველოს ქუჩებსა და მოედნებზე უკრაინული დროშა ეჭირა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თბილისში ჩვენი ეროვნული ჰიმნის გაჟღერებისთვის. ეს უკრაინისადმი პატივისცემის გამოხატვაა და მინდა გულწრფელი პატივი გამოვხატო საქართველოს მიმართ. 

არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც არ სურს წარმატება ჩვენი მეგობარი საქართველოსთვის. დემოკრატიული წარმატება. ევროპული წარმატება. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ყოფნა და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ერი", - აცხადებს ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები