კელი დეგნანი - ვფიქრობ, მოსახლეობას ახლა სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს თავის დაპირებას

ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს კანონები, რომლებიც შთაგონებულია კრემლის მიერ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"საქართველოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ისაუბრეს ხმამაღლა, მკაფიოდ და მმართველმა პარტიამ ბოლოს და ბოლოს მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს კანონები, რომლებიც შთაგონებულია კრემლის მიერ და არ არის აუცილებელი საქართველოში. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონები. უკვე არსებობს საკმარისი დაცვა და გამჭვირვალობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული მთელი ფინანსური დახმარება გამოყენებული იყოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის, იმ ქართველების დასახმარებლად, ვინც ბევრს მუშაობს ადგილობრივი თემების დასახმარებლად მთელ ქვეყანაში. ამას აკეთებს უცხოური დახმარება საქართველოში 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ნახოთ ამ ქვეყნის თითქმის ყველა თემი და თქვენ დაინახავთ ძალიან ბევრ კარგ, პოზიტიურ სამუშაოს, რომელიც სრულდება.

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს თავის დაპირებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და ვიმედოვნებ, რომ მთელი ყურადღება და ენერგია ახლა ამისკენ წარემართება. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სწორედ ქართველი ხალხია, ვინც პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას, შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების ეს დაპირება“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები