12 წუთი 11 ქულა - მამუკელაშვილის სოლიდური მატჩი და გამარჯვება დენვერთან

დღეს გამთენიისას, სან ანტონიო “სპურსმა” დენვერ “ნაგეთსს” უმასპინძლა და 128:120 დაამარცხა.

დენვერი NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ხოლო სან ანტონიო მიმდინარე სეზონში უკვე ჩამოწერილი გახლავთ.

მიუხედავად გუნდებს შორის სხვაობისა, ტეხასელებმა შეძლეს და კოლორადოელები დაამარცხეს.

აღსანიშნავია ქართველი კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვულის სოლიდური მატჩი, ის გადამწყვეტ მომენტში ჩაერთო თამაშში და მისი პერფორმანსი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

მამუკელაშვილმა სულ რაღაც 12 წუთში, 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ასევე ჩააგდო 2 სამქულიანი, რომლიდანაც ბოლო მატჩის ბედის გადამწყვეტიც კი იყო.

დენვერის რიგებიდან გამორჩეული მოქმედი MVP ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომლის ბრწყინვალე თამაშმა შედეგი არ გამოიღო. სერბმა კალათბურთელმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 37 ქულა, 11 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა.

“სან ანტონიოს მოთამაშემ, სანდრო მამუკელაშვილმა, მეოთხე მეოთხედში ორგზის მოქმედ MVP-ს ნიკოლა იოკიჩს აჯობა და მისმა გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერი განსაცვიფრებლად დაამარცხა”, - წერია Expressnews-ის მატჩის შემდგომსტატიაში.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები