გიორგი ჩალაძე - მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, საქართველოში პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით ერთადერთი შეფერხება საქართველოს მთავრობისგან დროული პასუხია. 

"ჩვენ ხვალ მივემგზავრებით სტრასბურგში, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. შეხვედრების მიზანი და სამუშაო გრაფიკი  არის პუტინის პატიმრები. ჩვენ გვექნება საუბარი ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად და ბილ ბროუდერის ჯგუფთან ერთად იმ საკითხებზე, რასაც პუტინი მისი პატიმრების წინააღმდეგ ჩადის.

ამის გარდა, მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - უკვე ერთი კვირაა, ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი. პოლონელი ექიმები არა თვითინიციატივით, არამედ ევროკავშირის  27 ქვეყნის ეგიდით, გაერთაინებული მისიით. მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს განცხადებებს, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტი სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის დროს, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულონ, ეს იქნება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. 

ერთადერთი შეფერხება არის საქართველოს მთავრობისგან დროული პასუხი, თანხმობის განცხადება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან. ეს არის ძალიან მაღალი შეთანხმება ევროკავშირში, ეს არის 27 ქვეყნის უნისონში თანხმობა და ხელს უშლის ამას საქართველოს მთავრობა", - განაცხადა ჩალაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები