კულება - რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკვე 32 ქვეყანა უჭერს მხარს

უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკვე მხარს უჭერს 32 ქვეყანა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

"კიდევ ორი ​​ქვეყანა შეუერთდა კოალიციას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად“, - წერს კულება.

მისივე თქმით, 32 სახელმწიფო ახლა ერთად მუშაობს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას.

"პუტინი და მისი თანამოაზრეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან", - წერს კულება.

მსგავსი სიახლეები