ლევან ხაბეიშვილი - გთავაზობთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე და ამასობაში რუსულ ოცნებას მივცეთ დრო, რეალურად დაიწყოს სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"რუსული კანონის დარბევის შემდეგ, სასტიკი დარბევის შემდეგ  მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუს ოლიგარქზე და დაამსხვრია მითი მისი უძლეველობის შესახებ, რუსული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსხდნენ ეთერებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები და ფაქტობრივად გაუგზავნა კრემლს მესიჯი, რომ ტაქტიკურად უკან დაიხიეს და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რომ ისინი არ აპირებენ რეკომენდაციების შესრულებას.

დღეს უკვე მოვისმინეთ ფაქტობრივად პანიკაში მყოფი ირაკლი კობახიძის განცხადებები, მათ შორის საუბრობდნენ რეპრესიებზე, სატანისტები უწოდეს ახალგაზრდებს, ვინც კონსტიტუციას და ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე. ქართველ ხალხს უნდა ევროპაში, ქართველ ხალხს არ უნდა ანწუხელიძის მკვლელებთან, არ უნდა, რუსეთის გუბერნია ვიყოთ. ჩვენ გვინდა ევროპული უსაფრთხოება, ევროპული მშვიდობა, ევროპული ეკონომიკა, ჩვენ გვინდა ევროპული სიბერე ჩვენი დედებისთვის, ჩვენ გვინდა ევროპული განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ევროპული ცხოვრება და სწორედ ამიტომ მე გთავაზობთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე და ამასობაში რუსულ ოცნებას მივცეთ დრო, რომ რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები, რაც გულისხმობს 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათ მივცეთ დრო 9 აპრილამდე, რათა როგორც რუსული კანონი სამ წუთში გაიწვიეს, ასევე სწრაფად, ხვალიდან ანახონ საზოგადოებას, რომ სინი იძულების წესით იწყებენ ამ ყველა რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ, უნდა მოვემზადოთ მოქმედებისთვის და შევიკრიბოთ 9 აპრილს, ხუთ საათზე რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები