თეთრი სახლი - აშშ-მა მიიღო ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს

აშშ-მა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი MQ-9 Reaper უცხო ხელში არ მოხვდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ, რომ Reaper ვერავინ მიიღოს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენ გარდა ვინმეს ჰქონდეს მასზე წვდომა", - განაცხადა კირბიმ.

მანამდე პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი დრონი რუსი სამხედროების ხელში არ იყო.

გუშინ შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა. ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა. 

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავისა და ამერიკული დრონის შეჯახება „რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ“ გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები