ბათუმში ბატუტზე დაშავებული 3 წლის ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს

3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს, ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს, - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც 9 წლის შვილი დაკრძალეს, დაშავებული მეორე შვილი ოჯახმა წუხელ, 14 მარტს, თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ.

დაშავებული ბავშვის მკურნალი ექიმები ბათუმში გუშინ აცხადებდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ბავშვები მშობლებთან ერთად ბათუმის ბულვარში გაშლილ ბატუტზე თამაშობდნენ, რა დროსაც ქარი ამოვარდა. ქარმა ბატუტი ადგილიდან მოგლიჯა. შედეგად ბატუტზე მყოფი ბავშვებიდან ერთი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობდა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.