უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 162 560 (+1040) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 16.03.2023-მდე: ტანკები - 3 504 (+12), ჯავშანტექნიკა - 6 810 (+11), საარტილერიო სისტემები - 2 539 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 503 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 265 (+3), თვითმფრინავი - 305 (+1), ვერტმფრენები - 289 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 145 (+13), ფრთოსანი რაკეტები - 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5394 (+17), სპეციალური ტექნიკა - 257 (+0).
გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარებმა მტრის 75-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს მათ შორის, ლიმანის, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით.