ლევან ხაბეიშვილი - ჩემი თანაპარტიელები ბანაკებად რომ არიან და მუდმივად თავდასხმას რომ ცდილობენ მათსავე პარტიაზე, მე ეს არ მომწონს

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში უნდა იყოს ჩასაფრებული, ქვებს, კენჭებს და ტალახებს ისროდეს, ეს მისი საქმეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ვანო მერაბიშვილს კი არ ვეთანხმები, ვანო მერაბიშვილი დამეთანხმა, როცა წინა ადმინისტრაციის პირობებში პარტია იყო გასაძლიერებელი. მას დაეთანხმა პარტიის სრული უმრავლესობა. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, არაფერი შეიცვლებოდა. წარსულს დავანებოთ თავი. ჩემი თანაპარტიელები ბანაკებად რომ არიან და მუდმივად თავდასხმას რომ ცდილობენ მათსავე პარტიაზე, მე ეს არ მომწონს, გულს მტკენს. საჯაროდაც ვეტყვი, მოდით, საქმეში ჩავერთოთ, საქმეში დახარჯეთ ენერგია, საქმეში ვიყოთ ერთად და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. 

ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნა არავის აინტერესებს, ვიწრო ჯგუფის ინტერესების გარდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში უნდა იყოს ჩასაფრებული, ქვებს, კენჭებს და ტალახებს ისროდეს, ეს მისი საქმეა. დრო პოლიტიკურად შეჭამს და ეს არ არის მათთვის კარგი. ჩემი მეგობრები არიან, მე მათ პატივს ვცემ, მათთან ერთად მიბრძოლია და ვიბრძოლებ. გათავისუფლდით ამ რაღაცებისგან, მთავარ, გენერალურ საქმეს მივხედოთ. ეს არის 9 აპრილს. შევხვდები ძალიან ბევრ ადამიანს, ეს არ არის ერთი პარტიის ინტერესი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები