კახა კალაძე - გვეუბნებიან, რომ სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია

ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, შესრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება ვერანაირად ვერ იქნება.

"წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია იკვებოს და მას არანაირი პრობლემა არ ექნება. დღეს მე და თქვენ რომ არ მივიღოთ შესაბამისი კალორიები და საკვები, იგივე მდგომარეობაში ვიქნებით - თქვენც დასუსტდებით და მერწმუნეთ, მეც. ამიტომ, ჭამოს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. 

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მივყვებით 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მისი დიდი ნაწილი შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს. თავიდანვეც არ მქონდა იმის ილუზია, რომ ისინი ამ ყველაფერში ჩაერთვებოდნენ. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია და ვაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ საქართველო რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ყველაზე მეტად იმსახურებდა.

"რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქვეყანას აქამდე უნდა მიეღო სტატუსი. ერთადერთი ქვეყანა, იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გაკეთებული საქმეებითა და გადადგმული ნაბიჯებით, სტატუსს რეალურად იმსახურებდა, ეს იყო საქართველო. ევროკავშირისგან შესაბამისი დათქმები აქვთ იმ ქვეყნებსაც, რომელთაც წევრობის სტატუსიმიანიჭეს. ამიტომ ვამბობ: თუ იმ ქვეყნებს შევადარებთ, საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მოწინავე იყო. თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, რამდენიმე თვის წინაც, როდესაც უარი გვითხრეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არსებობს 12-პუნქტიანი გეგმა, ჩვენ ამყველაფერს გავაკეთებთ და შევასრულებთ, რათა სტატუსი მოგვანიჭონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები