ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ასევე, დაკავების ორდერი გაიცა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე.

"დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის - ვლადიმერ პუტინის და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.

ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და ბავშვების უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში", - აღნიშნულია პრესრელიზში.

ლვოვა-ბელოვას ბრალად ედება უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში უკანონო დეპორტაცია.

"არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ბავშვების საზიანოდ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ პუტინს დააკავებენ რუსეთის საზღვრების დატოვებისთანავე და სასამართლოს წინაშე წარადგენენ.

მსგავსი სიახლეები