უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 164 910 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 19.03.2023-მდე: ტანკები - 3 532 (+21), ჯავშანტექნიკა - 6 853 (+23), საარტილერიო სისტემები - 2 568 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 507 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 268 (+3), თვითმფრინავი - 305 (+0), ვერტმფრენები - 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 159 (0), ფრთოსანი რაკეტები - 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5408 (+4), სპეციალური ტექნიკა - 262 (+3).
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 83 თავდასხმა მოიგერიეს.