რომან გოცირიძე - ელოდება გაუშვებენ პარლამენტიდან თუ არა, მასზე არაფერია დამოკიდებული, მინიშნებებით, მაგრამ მაინც გულწრფელად ილაპარაკა

სერგეენკო იმ სამოცდათვრამეტს რომ გაემიჯნა, რაც თავისთავად წვრილმანია, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მინიგმირობის ტოლფასია. მაინც დასაფასებელი ფაქტია, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი კოლეგის, დავით სერგეენკოს გუშინდელ განცხადებაზე - ელოდება გაუშვებენ პარლამენტიდან თუ არა. მასზე არაფერია დამოკიდებული. მინიშნებებით, მაგრამ მაინც გულწრფელად ილაპარაკა. მოიქცა წესიერად და თავიდან აიცილა სამუდამო დამღა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ატაროს იმ 78 “რჩეულმა”. 

ამავე დროს, ბატონი სერგეენკო იყო ივანიშვილის მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირი, წლების განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრი. როგორც ყველა სამინისტროში, იქაც იყო კორუფცია და ხდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება. თავად სერგეენკოზე ამბობენ, რომ პატიოსანი კაცი იყოო. 

შევარდნაძის დროს, როცა ტოტალური კორუფცია იყო გაბატონებული ყველა სფეროში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც მაშინ კონტროლის პალატა ერქვა. რიგითი მოხელიდან დაწყებული კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებით დამთავრებული, ლამის ყველა ქრთამს იღებდა. ერთადერთი არაკორუმპირებული იყო მისი თავმჯდომარე, რეზო შავიშვილი. პარადოქსია არა (კომიკურიც), როცა გარშემორტყმული ხარ შავი ყვავებით და ზიხარ თეთრ ყვავად, თვალნათლივ ხედავ ყველაფერს. მაინც დასაფასებელია. 
ინსტიტუციონალური კრახი პერსონალური “გმირობის” ფონზე:))

სერგეენკო იმ სამოცდათვრამეტს რომ გაემიჯნა, რაც თავისთავად წვრილმანია, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მინიგმირობის ტოლფასია. მაინც დასაფასებელი ფაქტია. წარმატებას ვუსურვებ თავის ნამდვილ საქმიანობაში. აქიმობას ვუბრუნდებიო", - წერს გოცირიძე.

დავით სერგეენკომ "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ბოლოა, სადაც ის საჯარო სამსახურში და პოლიტიკაშია.

"ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების [კენჭისყრაზე არდასწრების] საფუძველი... 

არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. [გეგმები] დამოკიდებული იქნება შეჯერებულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიას დავუბრუნდები", - განაცხადა სერგეენკომ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები