შალვა პაპუაშვილი - ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით ენერგიას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში. ეს პირდაპირ არის რადიკალიზმის წახალისება და რადიკალიზმი თუკი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების ბრიუსელსა და სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

"ვწუხვარ, ეს შემთხვევა სხვა დროსაც იყო და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს პოზიცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ, რომ ერთი მხრივ, საუბრობდნენ, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და მეორე მხრივ, დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, იქნება ეს შეხვედრებით, თუ სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან იმედგამაცრუებელია.

ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით ენერგიას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როდესაც ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ, ასევე საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავიანთი წვლილი. ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ნაცვლად იმისა, რომ წაახალისოს რადიკალები საქართველოში, პირიქით, წაახალისოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და უარი უთხრას რადიკალებს.

ხელის ჩამორთმევა არის ერთი საკითხი, თუმცა მეორე არის ის დაფინანსებები, რომელიც პირდაპირ მიედინება რადიკალურ ჯგუფებში. ვიცით და ეს თავად აღიარებული აქვს „დროას“, რომ ფინანსდება ერთ-ერთი ფონდიდან, რომელიც ევროპარლამენტის წევრების ხელმძღვანელობით არის. აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე პირდაპირ ფინანსები მიემართება რადიკალურ პარტიებში, სხვათა შორის, დიდი ალბათობით, ეს გახლავთ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, შექმნილია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია იგივე სახელწოდებით, როგორც პარტია „დროა“, ამ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციით ხდება უცხოური დაფინანსების მიღება.

როგორც იცით, ყველა ქვეყანაში, ასევე საქართველოში პარტიებს აკრძალული აქვთ უცხო წყაროებიდან დაფინანსების მიღება და ჩვენ ვხედავთ, რომ შექმნილია ამ კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმი, ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების და ალბათ სიმბოლურია, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც საკუთარ ქვეყანას ყოველ მესამე კვირას ადანაშაულებს სანქციების გვერდის ავლაში, თავად გვერდს უვლის ქართულ კანონმდებლობას და დიდი ალბათობით, კანონმდებლობის დარღვევით ხდება უკანონო შემოწირულობის მიღება ევროპული ფონდიდან. იგივე შეეხება სხვა პარტიებსაც.

"ევროპულ საქართველოსაც“ აქვს ასეთი სტრუქტურები შექმნილი, „გირჩს“ და ასე შემდეგ. შექმნილია სტრუქტურები, რათა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას და დაფინანსდნენ უცხოური წყაროდან. ამაზე განმარტება უნდა გააკეთონ როგორც თავად ამ პარტიებმა, ასევე ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელიც მათ მიერ არის დაფუძნებული, ასევე ევროპულმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა, რომლებიც გაუმჭვირვალედ ქართულ პოლიტიკაში დებენ ფულს. სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ფულის ჩადება აკრძალულია ყველა ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები