განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი წარადგინა.

"დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს გიორგი ამილახვარს. მანამდე, მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო. ოთხი წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ქვეყანას, ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ იგი დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას. ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. მინდა, ჩვენი გუნდის, მთავრობის, ჩემი სახელით მადლობა გადავუხადო მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ამილახვარი დღემდე 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

2018-2019 ამილახვარი იკავებდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას; 2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2008-2010 წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის, „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი; 2007-2008 მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
გიორგი ამილახვარს განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით აქვს მიღებული. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები