პენტაგონი - აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდებას

ამერიკის შეერთებული შტატები არ გეგმავს გაერთიანებული სამეფოს მაგალითის მიბაძვას და გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდებას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატები არ გეგმავს გაერთიანებული სამეფოს მაგალითს მიჰყვეს და უკრაინას გაღარიბებული ურანის ჭურვები მიაწოდოს", - განაცხადა გენერალმა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ჭურვები თანამედროვე ტანკებისა და ჯავშანტექნიკის განადგურებისთვის უფრო ეფექტურია.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ დღეს განაცხადა, რომ, უკრაინაში "ჩელენჯერ 2“-ის ტიპის საბრძოლო ტანკების ესკადრილიის გაგზავნის გარდა, ლონდონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის გაღარიბებული ურანის ბირთვიან ჯავშანსატანკო ჭურვებს.

მოგვიანებით ამ განცხადებას პუტინი გამოეხმაურა და დასავლეთს დაემუქრა.

"დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილის მეშვეობით გამოაცხადა უკრაინისთვის არა მხოლოდ ტანკების, არამედ გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდება. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით. თუ ეს დადასტურდა, რუსეთი იძულებული იქნება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ეს ნიშნავს, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე იწყებს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას", - განაცხადა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები