ვიქტორ ჯაფარიძე - ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა

"ხალხის ძალის" წევრი ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

მისი თქმით, საკადრის პასუხს მიიღებს ყველა, ვინც მოღალატეს დაუძახებს.

"ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა, თუ რამე პრეტენზია აქვს მიმართოს სასამართლოს. არ არის მისაღები, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. ტარიელ ნაკაიძემ მომაყენა შეურაცხყოფა, როდესაც მოღალატე დამიძახა.

ბოდიში თვითონ მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის და პირი გამოირეცხოს ყველამ, როდესაც მოღალატეზე საუბრობენ. მისაღებია, როდესაც ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანებს?", - აცხადებს ჯაფარიძე. 

პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჯერ ვიქტორ ჯაფარიძემ ჩაარტყა, შემდეგ ლევან მგალობლიშვილმა.

ჯაფარიძის გაღიზიანება სიტყვა "აგენტმა" გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები